logo
ENG



ირაკლი კუპრაძე: მცემეს, დამიჭირეს - სასტიკად უსწორდებიან ხალხს

16 აპრ 202422:12
3 წუთის საკითხავი
clock 250
2024/04/16/0ojftbiye1f3fju.jpg

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წერს, რომ აქციაზე დააკავეს.

"მცემეს, დამიჭირეს - სასტიკად უსწორდებიან ხალხს", - წერს კუპრაძე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით რობოკოპები.

დაკავებულია გირჩის წევრი გელა ხასაიაც.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს აფრთხილებს, რომ "მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს".


close დახურვა