logo
ENG



სახ.დეპი: შეშფოთებული ვართ კანონით - აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

16 აპრ 202422:25
3 წუთის საკითხავი
clock 526
2024/04/16/j9j6x51pno0ul2u.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ეხმაურება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მილერის თქმით, სახდეპი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსული კანონის პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით.

"ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს"- თქვა მილერმა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით რობოკოპები.


close დახურვა