logo
ENG



სახ.დეპი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს

17 აპრ 202422:21
3 წუთის საკითხავი
clock 436
2024/04/17/h3hxchdkxylj498.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები, რომ ის არ შეესაბამება EU-ს ნორმებს. 

"ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდეს საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მძიმე შეშფოთების გაზიარებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა. 


close დახურვა