logo
ENG



იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი: თუ წიწაკის/წყლის ჭავლის გაუშვეს, ჩვენი ოფისის კარი ღიაა

18 აპრ 202400:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/zpvoxq2oblevu9i.jpg
ლანა მრავლაძე/ფორმულა

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, მოქალაქეებს თავის შესაფარებლად საკუთარ ოფისს სთავაზობს. 

"ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენი ოფისის კარები თქვენთვის ღიაა ღამის 02:30 მდე. წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, ან თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ფართი თავშესაფრად პირველი სკოლის უკან, ტარას შევჩენკოს ქუჩა 10, პირველი სართული. არ გვაქვს ძალიან დიდი ფართი მაგრამ მთელი გულით მიგიღებთ", - წერენ ისინი. 

მოქალაქეებმა მსვლელობით პარლამენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლეს და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ვითარება ადგილზე დრო და დრო იძაბება. შსს-ს განცადებით, აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს და იწმუნებიან, რომ ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა. 

 


close დახურვა