logo
ENG



მილერი: კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა არაა მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობაა

18 აპრ 202418:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/757r76q4a6cpx29.jpg

ღრმად ვართ იმედგაცრუებულნი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლით შთაგონებული "უცხოური გავლენის" შესახებ კანონპროექტის წინ წაწევით. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მისწრაფებას. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სარგებელს აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება.


close დახურვა