logo
ENG



ქაცარავა: დვანში, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა

19 აპრ 202419:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/6urweudmherf2x5.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცნობით, დვანში, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა.

ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"ვბრუნდებით სოფელ დვანიდან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. აღნიშნული საგუშაგოების მოწყობა მოხდა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში.

რუსეთი არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ "რუსული ოცნება" მონურად უსრულებს კრემლს ნებისმიერ დაკვეთას. რაო, როგორ არის ომს რომ მშვიდობით იგებს ოცნება?", - წერს ქაცარავა.


close დახურვა