logo
ENG



სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ

19 აპრ 202422:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/j7snp5z6jlldqnu.jpg

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ. აქცია 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონი და ჯიუტია. 

აქციაზე იმყოფებიან არამხოლოდ სტუდენტები, არამედ სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები. ისინი გმირთა მოედნისკენ გადანაცვლებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. 

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს. 

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა