logo
ENG



ლონდონსა და ბოსტონში რუსული კანონი გააპროტესტეს

20 აპრ 202412:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/z3cli6dgs2bs1io.png

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება დიდი ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოსთან. ლონდონში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილებმა, ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობასთან შეკრებილებმა თქვეს, რომ პროტესტი პარლამენტის მიერ კანონის უკან გაწვევამდე, ჩაგდებამდე გაგრძელდება.

ქართული დიასპორა რუსული კანონის წინააღმდეგ შეიკრიბა ბოსტონშიც. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ოფშორების კანონიც, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ოფშორული ზონებიდან ქონება საქართველოში გადასახადების გარეშე გადმოიტანო. კანონის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღეს.


close დახურვა