logo
ENG



ნიუ-იორკში, შენობასთან, სადაც ტრამპის სასამართლო პროცესი იმართებოდა, კაცმა თავი დაიწვა

20 აპრ 202412:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/k4uz85e3nnaz7wq.jpg

ნიუ-იორკში, იმ შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი იმართებოდა, კაცმა თავი დაიწვა.

36 წლის კაცი საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობა.

ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას პოლიციის 3 ოფიცერი დაშავდა.

ინციდენტამდე კაცი ბუკლეტებს ავრცელებდა, სადაც დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის „ფარულ გარიგებაზე“ იყო საუბარი.


close დახურვა