logo
ENG



ორბანი: დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს

20 აპრ 202413:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/1tmcj86ix0qlh1d.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს.

ამის შესახებ მან პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ორბანმა ამომრჩეველთან შეხვედრა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანიის ფარგლებში გამართა.

"ვიდრე ქვეყნის სათავეში ნაციონალისტები არიან, ჩვენ არ ვიქნებით არც ერთ მხარეზე რუსულ-უკრაინულ ომში... დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს და ამან შეიძლება მთელ ევროპას საფრთხე შეუქმნას", - აღნიშნა მან.

ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ "ევროკავშირის მაღალჩინოსნები უნდა ჩანაცვლდნენ, რადგან ისინი აღარ იმსახურებენ ახალ შანსს".


close დახურვა