logo
ENG



ღარიბაშვილი: ახალგაზრდებს მინდა მივმართო და ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ რა იყო 2012-მდე?

20 აპრ 202414:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/us12r4mvsozpl7w.jpg

დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, პროტესტი და მთავრობა, ხელისუფლება ამ ადამიანების უფლებას იცავს და დაიცავს მომავალშიც.

თუ ვინმემ რამა გააკეთა [ევროინტეგრაციის გზაზე] ესაა ქართული ოცნება. ახალგაზრდებს მინდა მივმართო და ყველას შეგახსოთ, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე ქვეყანაში? მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში. აუცილებელია ჩვენს ევროპულ კოლეგებთან დიალოგი. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეს


close დახურვა