logo
ENG



აქციის მონაწილეები რუსთაველიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობას მართავენ

20 აპრ 202420:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/n00h4xb6tf159tp.jpeg

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობას მართავენ.

როგორც აქვიის მონაწილეები ამბობენ, ისინი პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავენ. მათივე თქმით, პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის მზაობა თავადაც გამოხატა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ისინი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.


close დახურვა