logo
ENG



ლავროვი დასავლეთს "ბირთვული ომის საფრთხის შექმნაში" ადანაშაულებს

22 აპრ 202416:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/ogqirmlikdbaz1f.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დასავლეთს "ბირთვული ომის საფრთხის შექმნაში" ადანაშაულებს.

ლავროვმა მოსკოვში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერით შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მსოფლიოს დიდ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის "პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხეს ქმნიან".

"დღეს შეერთებული შტატები და მისი NATO-ელი სატელიტები უწინდებურად შეპყრობილი არიან რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების იდეით. მზად არიან, კვლავაც შეაკავონ ჩვენი ქვეყანა, როგორც უწოდებენ, ბოლო უკრაინელამდე.

ამასთან, დასავლელები საშიშად ახდენენ ბალანსირებას ბირთვული ქვეყნების პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სწორედ დასავლეთის ბირთვული ქვეყნების სამეულია კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი სპონსორი და სხვადასხვა პროვოკაციული რეჟიმების მთავარი ინიციატორი. ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რომელსაც ბირთვული საფრთხის გაზრდილ დონემდე მივყავართ", - აღნიშნავს ლავროვი.


close დახურვა