logo
ENG



ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

26 აპრ 202413:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/xbrbbco4838q7m4.jpg

ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალტ ინფოს პარტია - ქართული იდეის გაუქმების პროცესი დაიწყო.

მახარაძე Facebook-ზე ცესკოს წერილსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც ქართული იდეის რეგისტრირებული მონაცემების კონონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ცესკომ ქართული იდეის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა.

თავად მახარაძე სოციალურ ქსელში წერს: "ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა "ქართული იდეის" გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც ოცნება ქართულ იდეას აუქმებს, პარტიას - რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ. ესაა რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს. მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო".

მანამდე, 8 აპრილს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.

 

 


close დახურვა