logo
ENG



იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა 29 აპრილს დაიწყება

26 აპრ 202415:11
3 წუთის საკითხავი
 
იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა 29 აპრილს დაიწყება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

29 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება.

ამავე დღეს ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. 

ქართული ოცნება გეგმავს, მიიღოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად გამოაცხადებს ყველა ორგანიზაციას, რომლის წლიური შემოსავლის 20% უცხოური დაფინანსებაა და ეს გრანტების მიმღებ ყველა ორგანიზაციას ეხება.

პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

დასავლელი პარტნიორები მმართველ პარტიას აფრთხილებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და შეიძლება დამაბრკოლებელიც კი იყო მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.


close დახურვა