logo
ENG



კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მლნ დოლარზე მეტს გამოუყოფს

27 აპრ 202400:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/27/lgk2zrdzr4z3okk.png

კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ამასთან, კანადა გამოყოფს თანხას სამხედრო დრონების წარმოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ვაშინგტონმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 6 მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.


close დახურვა