logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 34 რაკეტიდან 21 ჩამოვაგდეთ

27 აპრ 202412:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/27/7zzuvjccy1f7txx.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 34 რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეტევა დაიწყეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 რაკეტა ჩამოაგდეს.

მათ შორის 6 საკრუიზო რაკეტა, 8 მართვადი საჰაერო რაკეტა, 1 ისკანდერის ტიპის საკრუიზო რაკეტა და 6 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა