logo
ENG



პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს

27 აპრ 202415:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/27/2vlo4428eqxfhnv.jpg

პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს.

როგორც ფორმულას თბილისის მერიაში უთხრეს, ტერიტორია ქართული ოცნების აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა.

ქართული ოცნება 29 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია ირწმუნება, რომ შეკრებას "მხარდამჭერთა თხოვნით" მართავს.

მანამდე, ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.


close დახურვა