logo
ENG



ზელენსკი: უკრაინას პატრიოტის თავდაცვითი სისტემები სჭირდება, დასაკარგი დრო აღარ არის

27 აპრ 202421:49
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინას პატრიოტის თავდაცვითი სისტემები სჭირდება, დასაკარგი დრო აღარ არის
President of Ukraine Office

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას პატრიოტის ტიპის თავდაცვითი, სულ მცირე, 7 სისტემა სჭირდება და ამასთანავე პარტნიორებს მოუწოდა, რომ "დრო აღარ დაკარგონ."

"რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც დაგვეხმარა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში: საჰაერო თავდაცვის ყოველი სისტემა და საჰაერო თავდაცვის თითოეული რაკეტა, ფაქტობრივად, გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს - ყოველი ახალი შეთანხმება ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის მეგობრების ყოველგვარი ინიციატივა, რომ დაგვეხმარონ, განსაკუთრებით, პატრიოტის [საზენიტო სარაკეტო სისტემების] მოძიებაში. ჩვენს პარტნიორებს კი ეს სისტემები გააჩნიათ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები არ არიან "ისეთივე მტკიცე ევროპის დაცვის საკითხში, როგორც ამას ახლო აღმოსავლეთში აკეთებენ." ასევე დაამატა, რომ დასავლეთს აქვს შესაძლებლობა მოამარაგოს უკრაინა პატრიოტს თავდაცვის სისტემებით და მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხერხდეს.


close დახურვა