logo
ENG



სტანო: მოვუწოდებთ ლიდერებს, უპასუხონ ხალხის მოლოდინს, არ გადაიყვანონ ქვეყანა EU-ის გზიდან

29 აპრ 202414:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/qkd9o40sp76rz9n.jpg

"EU მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ფორმულას შეკითხვა ეხებოდა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში გასულ კვირას მიიღეს. 

პიტერ სტანოს თქმით, EU-მა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

მისივე თქმით, საქართველოში მოვლენების უარყოფით განვითარება ასახული იქნება გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

"ევროკავშირის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც დეკემბერში მიანიჭეს, ჩვენი ურთიერთობა, როგორც არასდროს, უფრო მჭიდრო გახადა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან.

გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

კომისიამ ხაზი გაუსვა თავისი გაფართოების ანგარიშში იმ სამუშაოს, რომელიც საქართველოს სჭირდება, კერძოდ, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან კოპენჰაგენის კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, რაც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი ერთგულებას. ქვეყანაში მოვლენების უარყოფითი განვითარება ასახული იქნება მოახლოებულ ანგარიშში გაფართოების შესახებ, რომელიც შემოდგომაზე იქნება", - ამბობს პიტერ სტანო. 


close დახურვა