logo
ENG



"ჭიაკოკონობის" ღამეს გარემოსდაცვის დეპარტამენტი კონტროლს გაამკაცრებს

30 აპრ 202413:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/wjlzp3zgt65m4on.jpg

გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, "ჭიაკოკონობის" ღამე კონტროლს ამკაცრებს და მოსახლეობას ნარჩენების დაწვით გამოწვეული ჯარიმის შესახებ აფრთხილებს. ჭიაკოკონობა ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს იმართება.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგებული ნივთიერებები და აირები; საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა