logo
ENG



მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა

30 აპრ 202413:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/9e764en5c8kaqcr.jpg

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.


close დახურვა