logo
ENG



ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 12:00 საათზე კოლონა დაიძვრება

01 მაი 202401:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/6sbrm80uo1tr6vp.jpg

"ხვალ, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით მთელი ბათუმი და კოლონით მოვდივართ თბილისში" - ამის შესახებ ბათუმში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა განაცხადეს.

ბრიფინგზე რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ თქვა, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდებიან გურიიდან, ქუთაისიდან, იმერეთიდან და სხვა რეგიონებიდანაც.

"ის, რაც ხდება ახლა თბილისში, ყოვლად აუტანელია, ამის მოთმენა აღარ შეიძლება და აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან ბევრი მსურველი გამომეხმაურა, ამიტომ ხვალ, 12:00 საათზე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით მთელი ბათუმი და კოლონით მივდივართ თბილისში. გვიერთდებიან გურიიდან, ქუთაისიდან, იმერეთიდან და ა.შ. და იმედია, ბევრნი ვიქნებით", - თქვა ოთარ ქათამაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს ჩასვლა რუსთაველზე, რათა ივანიშვილმა დაინახოს თავისუფალი საზოგადოება, ვინც იდგება რუსთაველზე.

"მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი შვილების თაობას კი არა, ჩვენს შვილებს სცემს დღეს ივანიშვილი თავისი სპეცრაზმით რუსთაველის ქუჩაზე, ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის ბელარუსი და ეს ხდება ყველგან, სადაც რუსი არის წამყვანი და რუსი იღებს გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს ჩასვლა რუსთაველზე. ივანიშვილმა უკვე კარგად ნახა თბილისში გამოსული გულანთებული ახალგაზრდები, ახლა უნდა ნახოს მთელი საქართველო და უნდა შეადაროს მერე მის მიერ ჩარეკილი ხალხი იმ თავისუფალ ხალხს, ვინც დადგება თბილისში რუსთაველზე", - თქვა კირთაძემ,


close დახურვა