logo
ENG



პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა

02 მაი 202411:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/0wdj5x1l5mu470j.jpeg

დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა.

პარლამენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ 1 მაისს, "აქციის მონაწილეების მიერ შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს".

გარდა ამისა, დღეს 14:00 საათის შემდეგ, პარლამენტში გაუქმდება გუშინ შემოღებული წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე.

ყვითელი დონის მოქმედების დროს ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

დღეს 2 მაისს პარლამენტში პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი.

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. სხდომის პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა.

ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. 


close დახურვა