logo
ENG



რუსთაველზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს

02 მაი 202421:18
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავიანთ პროტესტს რუსთაველის გამზირზე გამოხატავდნენ, გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს.

მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა გმირთა მოედნის გათავისუფლება მომიტინგეთა დაკავების გზის სცადეს.

პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება მისი გადაკეტვის მიზნით, დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან დაიწყეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.


close დახურვა