logo
ENG



დანიის საგარეო: გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ნორმებთან თანხვედრაში არ არის

03 მაი 202401:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/i206t0ssxiklwx7.jpg

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

უწყება წერს, რომ რუსული კანონი არ არის ევროკავშირის ნორმებთან თანხვედრაში და მთავრობას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება.

"დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ნორმებთან თანხვედრაში არ არის, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგი ძალის არაპროპორციული გამოყენება ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ საქართველოს გზას აზიანებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება", - წერია დანიის საგარეოს განცხადებაში.


close დახურვა