logo
ENG



სვანეთში, მდინარე ნაკრაში სამ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ

04 მაი 202418:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/afpopevqowyztd0.jpg

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილ სამ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ. მათგან ორი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, მესამე კი თოთხმეტი წლისაა.

ნაპოვნია მხოლოდ ცარიელი მანქანა. შემთხვევის ადგილზე დაკარგულების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ. სამივე დაკარგული ერთმანეთის ნათესავია.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების სამძებრო სამუშაოებს ართულებს.  


close დახურვა