logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ

06 მაი 202410:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/06/oyastf0hhl4ca6s.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის ჯარებმა სუმის რეგიონს 13 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 12 დრონი ჩამოაგდო.

რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა