logo
ENG



IDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა

07 მაი 202417:30
3 წუთის საკითხავი
 

IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა.

ის შვედეთის საელჩოსთან კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როდესაც კლდიაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეზო ვაშაყმაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია


close დახურვა