logo
ENG



საია: ეს ზარები აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება

08 მაი 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/ookj451w1wv2m2o.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის მიმართ სატელეფონო მუქარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჩნდება ვარაუდი, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

"2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა და შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია.

ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით.

 

 

close დახურვა