logo
ENG



იოზვიაკი: უვიზოს შეჩერება გამორიცხული არაა, EU-ის ელჩებმა ისევ იმსჯელეს

09 მაი 202411:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/o0t3cl4zosh1zyu.png

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.

იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვითარება და პოტენციური ზომები გუშინ კიდევ ერთხელ განიხილა.

"ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები "უცხოური აგენტების" კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა", - წერს იოზვიაკი X-ზე.


close დახურვა