logo
ENG



"ბატონი "ელჩყოფილისთვის" რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია" - წილოსანი ჯავახიშვილზე

09 მაი 202419:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/gct3gpz6vpyigit.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით თავის Facebook გვერდზე ცინიკურ პოსტს ავრცელებს.

"ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის "რუსული კანონი", - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას რუსული კანონის განხილვას უკავშირებს.

ჯავახიშვილი პირველი მოქმედი ელჩია, რომელმაც რუსული კანონის მიმართ პროტესტი გამოხატა.

ფეისბუქის პოსტში იგი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვა ართულებს მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

"ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება", - წერს ჯავახიშვილი.


close დახურვა