logo
ENG



უჩა აბაშიძესთან ადვოკატი შეუშვეს

09 მაი 202422:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/zsakhkns8gepixx.jpg

შენიშვნა: ადვოკატის შეშვებიდან მალევე უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან  გამოიყვანეს და დააკავეს. მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. 

ბლოგერ უჩა აბაშიძესთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატი შეუშვეს. მანამდე მისი სახლიდან პოლიციელებმა ნივთები გაიტანეს. ამ დრომდე უცნობია, რასთან დაკავშირებით ტარდება მის სახლში ჩხრეკა. 

უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაშია ბლოგერი. იგი ამასთანავე ამბობს, რომ პოლიციას ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ ჩხრეკის ორდერი და არც განუმარტავთ, "საერთოდ არსებობს თუ არა". 

გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციაში ამბობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ადვოკატის არშეშვება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ბლოგერის მხარდასაჭერად მის სახლთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი. 


close დახურვა