logo
ENG



ინფლუენსერებს, რომლებიც აქციებზე ყავას არიგებდნენ, მანქანა დაუზიანეს

10 მაი 202400:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/blhl89zqqj5m3zw.jpg

ინფლუენსერ სალი წვერავას, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ყავას არიგებდა, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა მანქანა დაუზიანეს.

მისი თქმით, სახლ-მანქანას ჩალეწილი აქვს შუშები, დაჭრილი საბურავები, ასევე წაღებულია მანქანის ნომერი.

"გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა… საქმე გადაცემულია პოლიციაში! მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში.

სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები.

მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლ-მანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს! ძლივს მოვედი გონს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს უბრალოდ გაოგნებული ვარ!", - წერს წვერავა სოციალურ ქსელში.


close დახურვა