logo
ENG



ნორვეგიის საგარეო: შოკირებული ვართ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე სასტიკი თავდასხმებით

10 მაი 202401:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/da5t2olm8415asd.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში უწყება შეშფოთებას გამოთქვამს აქტივისტების მიმართ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ასევე აღნიშნულია, რომ შოკისმომგვრელია მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა და პლაკატების გავრცელება.

"შოკირებული ვართ ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე სასტიკი თავდასხმებით.

შეშფოთებული ვართ რიგითი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული სატელეფონო ზარებით, პლაკატებით, რომლებზეც ინდივიდები "აგენტებად" არიან მოხსენიებულნი.

ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, მათ შორის "უცხოური გავლენის კანონის" წინააღმდეგ პროტესტით", - წერია უწყების განცხადებაში. 


close დახურვა