logo
ENG



ჯაფარიძეს ისევ ჩაუსაფრდნენ, მან ჰაერში გაისროლა - თავდამსხმელები გაიქცნენ

10 მაი 202416:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/8633lmkxon99olu.png

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრნენ, რის შემდეგაც მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა.

"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი TV-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა", - წერს ჯაფარიძე.

ბოლო დღეებში უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს.

 

close დახურვა