logo
ENG



აშშ-ის საელჩო: დამოუკიდებლად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია

10 მაი 202421:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/h7x87d5xu3lky1m.jpg

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.

"ელჩი დანიგანი შეხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს". განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და "გამჭვირვალობა საქართველოს"საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.

მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა", - წერია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 


close დახურვა