logo
ENG



კობახიძის მონოლოგისას, ფორმულას, მთავარის, TV პირველის წამყვანებმა შეხვედრა დროებით დატოვეს

10 მაი 202422:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/tmg6mvcs1z6eod3.jpg

ამ წუთებში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას მართავს. კობახიძემ შეხვედრა პროპაგანდისტული მონოლოგით გახსნა, რასაც ფორმულას, მთავარი არხისა და TV პირველის წამყვანების პროტესტი მოჰყვა და მათ ოთახი დროებით დატოვეს. 

"ამ დემაგოგიის მოსმენა არის შეუძლებელი. ჩვენ აქ მოსულები ვართ გითხრათ ის, რასაც ვერ ისმენთ [...] რომ მორჩებით ამ დემაგოგიას მერე შემოვალ", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა. 

TV პირველის წამყვანმა, ეკა მიშველაძემ კობახიძეს მიმართა და უთხრა, რომ შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდა და არა მთავრობის პროპაგანდის მოსასმენად. 

"ეს არ არის ქართული, თქვენი დამოკიდებულება არ არის ქართული [...] დღეს რასაც ვლაპარაკობ, ის არ მითქვამს სხვა დროს, ამიტომ 5 წუთი დამაცადეთ და გექნებათ დრო", - თქვა კობახიძემ. 

გარდა ამისა, კობახიძემ ჟურნალისტების პროტესტს "უზრდელობა" უწოდა და თქვა, რომ "უზრდელობა ქართული არაა". 


close დახურვა