logo
ENG



კაპანაძე: არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება, "ოცნება" წყნარად წააგებს არჩევნებს

28 ოქტ 202016:28
3 წუთის საკითხავი
 

სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროპული საქართველო კვლევებს აყალბებს და ამას კომპანია IPM-თან ერთად აკეთებს, ტყუილს უწოდებს. 

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტიას IPM-თან ერთად არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია. 

"ევროპულ საქართველოს აიპიემთან არანაირი კვლევა არ ჰქონია, წერტილი. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად, ბუნებაში არ მომხდარა. არაფერი არ გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და არანაირი ძალადობა არ იქნება. ძალიან წყნარად, ამ შაბათს ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ეს ტყუილები დარჩება ისტორიას". - თქვა სერგი კაპანაძემ.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპული საქართველო "ისევ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს". მისი აზრით, ამ მიზნის მიღწევისთვის პარტია საზოგადოებაზე ზეგავლენას ახდენს და იყენებს გაყალბებულ კვლევებს, რომელსაც IPM-თან ერთად ატარებს. 

დღეს, 28 ოქტომბერს, ევროპულმა საქართველომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, ქართული ოცნება ე,წ ლოკდაუნის - საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს. ევროპული საქართველოში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით მეორე ტურის წინ ფორის შექმნას აპირებს.


close დახურვა