logo
ENG


ბოკერია: დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა
გიგა ბოკერია
30 ოქტ, 2021 11:52
ბოკერია: დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა
  • 496ნახვები

დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა, თუ ჩვენი სამოქალაქო ძალა გამოვიყენეთ ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს.

თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რაც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი საერთო მომავლისთვის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა