logo
ENG



ღარიბაშვილი კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას კვლავ წინასწარ ულოცავს

30 ოქტ 202120:12
3 წუთის საკითხავი
clock 921
2021/10/30/l0hfqlp41noapr4.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას კვლავ წინასწარ ულოცავს.

პირველი ტურის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ არჩევნებში გამარჯვება იზეიმა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. მადლობა უფალს ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე", - ამბობს ღარიბაშვილი. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა. 

ეგზიტპოლი ორმა ტელეკომპანიის - მთავარმა არხისა და იმედის დაკვეთით ჩატარდა. 

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით მიერ გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - ქართული ოცნება - 57,2%; ნიკანორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 42.8%


close დახურვა