logo
ENG



მელია: კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით

30 ოქტ 202121:21
3 წუთის საკითხავი
clock 3047

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ოპოზიციამ კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე უბანი მოიგო. მისი თქმით, ეს უბნები ოპოზიციას ერთად არასდროს მოუგია.

როგორც მელიამ ბრიფინგზე განმარტა, ამ უბნებში არჩევნები ელექტრონულ ფორმატში ტარდება, შესაბამისად ხმები დათვლილია.  

"კრწანისში, ფონიჭალაში, სადაც სამი საარჩევნო უბანი მდებარეობს და ელექტორალურად, წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ოპოზიციაში, იყო ურთულესი საარჩევნო უბნები და არასოდეს არ მოგვიგია სამივე უბანი ერთდროულად. ეს ხმები დათვლილია უკვე ვინაიდან ელექტრონულ ფორმატში ტარდება იქ არჩევნები. კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება მჯერა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება", - ამბობს მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა. 

ეგზიტპოლი ორმა ტელეკომპანიის - მთავარმა არხისა და იმედის დაკვეთით ჩატარდა. 

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით მიერ გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - ქართული ოცნება - 57,2%; ნიკანორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 42.8%


close დახურვა