logo
ENG



ლაშა ბაქრაძე: კარგი იქნება, ელენე დარიანის წიგნზე განხილვა ღიად, საჯარო სივრცეში შედგეს

23 იან 202215:23
3 წუთის საკითხავი
clock 1469
ლაშა ბაქრაძე: კარგი იქნება, ელენე დარიანის წიგნზე განხილვა ღიად, საჯარო სივრცეში შედგეს

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი, ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნში შეცდომის შესახებ "სერიოზული განხილვა" საჯარო სივრცეში შედგეს. 

"როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) - მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით - ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია - სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება - პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე".- წერს ლაშა ბაქრაძე. 

მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის იზოლაციის ვადა უმთავრდება, ხოლო ხვალ, 24 იანვარს კულტურის სამინისტროში, აუდიტის დეპარტამენტში მისვლას გეგმავს, სადაც მისთვის შეუტყობინებლად დაიბარეს მისი მოადგილე და ელენე დარიანის წიგნის რედაქტორი, თეა თვალავაძე. 

კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმმა შეცდომა დაუშვა - ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გამოსცა, რომელშიც ანა კალანდაძის 2 ლექსი შეიტანა და დარიანის ლექსებად გამოაცხადა. 

სწორედ ეს საკითხია, წულუკიანის აზრით, "სერიოზულად განსახილველი".  

ელენე ბაქრაძე დარიანის წიგნში შეცდომაზე ლაპარაკის შემდეგ კულტურის სამინისტრომ არსებული ტირაჟი გაითხოვა, ამასთან, ლიტერატურის მუზეუმს სამინისტროსთვის ბეჭვდის ხარჯების დაბრუნება მოსთხოვა - დარიანის წიგნისთვის მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა. ამდენივე იყო საჭირო შესწორებული წიგნის გამოსაცემად. 

19 იანვარს, 15 საათში ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულის ხელახლა დასაბეჭდად მოქალაქეებმა 19 449 ლარი შეაგროვეს. 


close დახურვა