logo
ENG



"ინფორმაცია კრემლის ცენზურის გარეშე" - პოლონელებმა რუსი მოქალაქეებისთვის საიტი შექმნეს

13 მარ 202214:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/d29ga7d29a073tb.jpeg

უოლ სტრიტ ჟურნალის ცნობით, პოლონელი პროგრამისტების მიერ შეიქმნა ახალი ვებსაიტი, რომელიც რუს მოსახლეობას უკრაინის ომის შესახებ  ინფორმაციას კრემლის ცენზურის გარეშე მიაწვდის.

პროგრამისტებს ბაზაში 20 მილიონამდე ტელეფონის ნომერი და დაახლოებით, 140 მილიონი ელექტრონული ფოსტის რუსული მისამართი აქვთ.

საიტის მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპით შესაძლებელია ნებისმიერ მისამართზე დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება. 

რუსეთში კრემლის პროპაგანდა ომის მიმდინარეობის დროს კიდევ გააქტიურდა.

გამკაცრდა ცენზურაც. აიკრძალა სიტყვა ომის გამოყენება.

იმ მედიებმა, რომლებიც რუსეთში ომის შესახებ ფაქტებს ავრცელებდნენ, ფუნქციონირება შეწყვიტეს.


close დახურვა