logo
ENG



რუსეთში 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა - არის მსხვერპლი [ვიდეო]

23 ოქტ 202217:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/x2fj0zldii52kg0.jpg

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა, რის შედეგადაც ორივე მფრინავი დაიღუპა. საუბარია SU-30-ის ტიპის თვითმფრინავზე.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ავიაკატასტროფის შედეგად, სახლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ გამანადგურებელი საცდელ ფრენას ახორციელებდა, როდესაც კატასტროფა განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ.


close დახურვა