logo
ENG



გლდანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, 1 პირი დააკავეს

29 ივლ 202319:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/cuuv2mb2wrtnrhq.jpg

გლდანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქზე წერს, რომ მანქანა გაზის მილებსაც შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა