logo
ENG



ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია

25 სექ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/i9f8k6c785wcngo.jpg

ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია. ინფორმაციას იუსტიციის სახლი Facebook-ზე ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ, იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად, პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook-გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.


close დახურვა