logo
ENG



ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

10 ოქტ 202316:11
3 წუთის საკითხავი
clock 5635
2023/10/10/pa0idmuleh920nj.jpg

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო Facebook-ზე აქვეყნებს.

ლევან წულაძემ სამინისტროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2 ოქტომბერს მიმართა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება კი დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა.

"ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე - საზღვარგარეთ", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ლევან წულაძემ ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე დააარსა, სახელწოდებით - თეატრი სახელოსნო 42.


close დახურვა