logo
ENG



EPP-ის ვიცე პრეზიდენტი: სანქციებმა არასდროს უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი

06 მარ 202020:24
3 წუთის საკითხავი
clock 1409

 

ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. ფორმულას წყარო უყვება, რომ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკური ოპოზიციის დაკავების, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო, ვეროპარლამენტართა ნაწილი შესწორებებით მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. საქართველოს თემაზე რეზოლუცია 12 მარტს უნდა დამტკიცდეს.

ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი რეზოლუციის ტექსტზე ცალ-ცალკე მუშაობს, „ფორმულას“ წყარომ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ტექსტის ე.წ. დრაფტი გააცნო. ტექსტში საუბარია ყველა იმ მოვლენაზე, რაც ბოლო დროს საქართველში ხდება.

ასევე წყაროზე დაყრდნობით, ევროდეპუტატებმა საქართველოს მთავრობის მიმართ მკაცრი შესწორებები მოამზადეს, აღნიშნულ ტექსტში საუბარი იყო სანქციებზეც.

EPP-ის“ ვიცე -პრეზიდენტი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული, მისივე განცხადებით, სანქციებმა უნდა დააზარალოს მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებენ.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი ყველაფრის საქმის კურსშია რაც საქართველოში ხდება, ზუსტად ვიცით როდის არ ასრულებენ იმას რაც ჩვენთან შეათანხმეს, როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია, რეზოლუციის გზავნილი კი ასეთი - ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, მაგრამ ველით მთავრობისგან დაპირებების შესრულებას, თუ ამას არ გააკეთებს გავაკრიტიკებთ, მაგრამ განვაცალკევებთ ქართველ ხალხს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება სანქციების საკითხი იქნება განხილული, მაგრამ სანქციებმა არასდროს უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი, სანქციებმა უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც ვითარებას აუარესებენ. რა თქმა უნდა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტზე ევროპარლამენტის ყველა ჯგუფმა უნდა მოილაპარაკოს, მაგრამ EPP-ის პოზიცია ნათელია, ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, მაგრამ თუ პროგრესს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსების გამო საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა ამას შედეგებიც მოჰყვება“,-განაცხადა ზიგფრიდ მურეშანმა.

რეზოლუციის პროექტის ტექსტში ასევე  საუბარია შერჩევით სასამართლოზე და იმაზე, რომ არ უნდა მიმდინარეობდეს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნა.

EPP-ის“ ვიცე-პრეზიდენტის თქმის პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივი დევნა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

„არ არის ნორმალური, როდესაც მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს დევნიან და აპატიმრებენ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ სასჯელზე, ვიდრე ამას სასამართლო გამოიტანს ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ეჭვებს აჩენს, სწორედ ამასთან გვაქვს დღეს საქმე საქართველოში, კონკრეტულ საქმეებზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ კონკრეტულ საქმეზე სასჯელს მოიხდის, მეორედ იგივე ბრალდება აღარ უნდა წაუყენო, ეს არის დევნა და ნიშნავს, რომ მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემის ოპოზიციის იარაღად იყენებენ“,-განაცხადა ზიგფრიდ ნურეშანმა.

 


close დახურვა