logo
ENG



Edison Research: 57%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

15 სექ 202021:00
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 33

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება;

შესაბამისად, 43% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.


close დახურვა